Belive

10 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი ბარსელონას ისტორიაში

4 წლის წინ სხვა
7 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ოდითგანვე ძალიან წარმატებული და ცნობილი ფეხბურთელები ჰყავდა. ამასთან ერთად ისინი ხშირად აკეთებდნენ ძალიან წარმატებულ ტრანსფერებს, მაგალითად: რონალდინიო, იოჰან კრუიფი, სამუელ ე'ტოო, რივალდო და სხვა მრავალი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კატალონიელებმა ფეხბურთელი შეიძინეს და მათი ასპარეზობა ესპანურ კლუბში წარუმატებელი აღმოჩნდა. Goal.com-ის ვერსიით გთავაზობთ 10 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი ბარსელონას ისტორიაში.

#1 დიმიტრი ჩიგრინსკი 

უკრაინელი მცველი - დიმიტრი ჩიგრინსკი "ბარსელონაში" 2009 წელს ჩაირიცხა, მასზე უკრაინელები და ესპანელები დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა მისი ეს ტრანსფერი ძალიან წარუმატებელი და უცნაური გამოდგა. მან ბარსელონას რიგებში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. დიმიტრი ჩიგრინსკი "ბარსელონაში" 2009 წელს დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა. კატალონიურმა კლუბმა უკრაინელ მცველში €25 მილიონი გადაიხადა. ჩიგრინსკიმ "ბარსელონას" მაისური მხოლოდ 14-ჯერ მოირგო. 2010 წლის დასაწყისში კი კლუბის იმდროინდელმა პრეზიდენტმა - სანდრო როსელმა კატეგორიულად მოითხოვა მისი "შახტარში" დაბრუნება და სწორედ ასეც მოხდა. დიმიტრი ჩიგრინსკი "ბარსელონამ" "შახტარს" €15 მილიონად დაუბრუნდა, რათა იმ დროს კლუბს ძალიან ჭირდებოდა ახალი ცენტრალური მცველი და პეპ გვარდიოლა კარგ, გამოცდილ მცველს ეძებდა.

#2 დუგლასი

ბრაზილიელი ფეხბურთელი - დუგლასი, "ბარსელონას" 2014 წელს €4 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ესპანურმა გრანდმა დუგლასი ბრაზილიური სან პაულოდან დაიმატა. ბრაზილიელ მარჯვენა მცველს "ბარსელონაში" მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2014 წელს ლა ლიგა "მალაგას" წინააღმდეგ შედგა და ამის შემდეგ მას ძირითად შემადგენლობაში აღარ უთამაშია. მან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სათასო მატჩზე ითამაშა. 2016/17 წლების სეზონის ბოლოს, "ბარსელონამ" დუგლასი ლისაბონის "სპორტინგში" გაყიდა.

#3 კრისტოფ დუგარი

ესპანურმა გრანდმა ფრანგი ფეხბურთელი - კრისტოფ დუგარი 1998 წელს "მილანიდან" შეიძინა. ორმხრივი გარიგების თანახმად, კრისტოფ დუგართან ერთად "ბარსელონაში" გადავიდა მიშელ რეიზეგერი. კატალონიელებმა ორივე ფეხბურთელი ერთად €8 მილიონად შეიძინეს. ამ პერიოდში კატალონიელთა თავკაცი - ლუის ვან გაალი იყო, რომელზეც შთაბეჭდილების მოხდება ფრანგმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა. მან "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ 8 მატჩის ჩატარება შეძლო. ამის შემდეგ მან ესპანური კლუბი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა და "მარსელში" ჩაირიცხა. 1998 წლის ზაფხულში მან ასევე საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. "მარსელის" შემდეგ კი მან კარიერა "ბირმინგემში" და "ბორდოში" გააგრძელა.

#4 ჯოვანი

"ბარსელონას" ისტორიაში არაერთმა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა, თუმცა ჯოვანი მათ რიგებში არ ირიცხება. 2001 წელს ჯოვანი "კრუზეიროდან" "ბარსელონაში" €18 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა , სადაც 2 სეზონი გაატარა. მან ამ 2 წელში 43 მატჩის ჩატარება მოახერხა, რა დროშიც 3 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდში დარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "ბარსელონაში" დასრულებული კარიერის შემდეგ მან კარიერა პორტუგალიაში გააგრძელა, კერძოდ კი "ბენფიკაში".

#5 ენრიკე

ენრიკე "ბარსელონაში" 2008-2012 წლებში ირიცხებოდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც "ბარსელონას" ყველაზე წარმატებული წლები ჰქონდა და პეპ გვარდიოლასთან ერთად 14 ტიტული მოიგო, თუმცა მან კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და იგი ამ პერიოდის განმავლობაში 3-ჯერ გაანათხოვრეს: "ლევერკუზენში", სანტანდერის "რასინგში" და "პალმეირასში". ენრიკე "ბარსელონაში" სწორედ "პალმეირასიდან" ჩაირიცხა და ესპანურმა კლუბმა მასში €8 მილიონი გადაიხადა.

#6 ალექსანდ გლები

ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდ გლები "ბარსელონაში" 2008 წელს ჩაირიცხა. მან "ბარსელონაში" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა მან ძალიან მოუკლო და ესპანეთში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. მან "ბარსელონას" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 3 საგოლე გადაცემით შეძლო. იგი "ბარსელონაში" 2008 წელს "არსენალიდან"  €17 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ინგლისური და ესპანური კარიერის შემდეგ, მან კარიერა "შტუტგარტში", "ბირმინგემში" და "ვოლფსბურგში" გააგრძელა.

#7 კეირრისონი

30 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი - კეირრისონი, "ბარსელონას" 2009 წელს "პალმეირასიდან" €14 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. იგი "ბარსელონაში" 2009 წლიდან 2015 წლამდე ირიცხებოდა, სადაც მას მატჩი არ ჩაუტარებია. ამ წლების განმავლობაში "ბარსელონას" იგი განათხოვრებული ჰყავდა შემდეგ კლუბებში: "ბენფიკა", "ფიორენტინა", "სანტოსი", "კრუზეირო" და "კორიტიბა".

#8 ემმანუელ პეტი

ემანიელ პეტი კატალონიურ კლუბში "არსენალიდან" €14 მილიონის სანაცვლოდ ჩაირიცხა. იგი არსენ ვენგერის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. პეტი "ბარსელონაში" 2000 წელს ჩაირიცხა, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა. კატალონიელთა მაისურით მან 38 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო. ესპანური კარიერის დასრულების შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი "ჩელსიში" გადავიდა, სადაც მან 55 მატჩი ჩაატარა.

#9 ალექს სონგი 

2012 წლის ზაფხულში, "ბარსელონამ" "არსენალიდან" ნახევარმცველი - ალექს სონგი დაიმატა. ალექს სონგში "ბარსელონამ" €19 მილიონი გადაიხადა. სონგმა არსენალში საუკეთესო წლები გაატარა და ყველასთვის გასაკვირად, მან ესპანურ კლუბში ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარა. იგი "ბარსელონაში" 2012 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა. მან ამ პერიოდში თავი 1 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. კატალონიური კარიერის დასრულების შემდეგ, ალექს სონგი პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "ვესტ ჰემში" გადავიდა.

#10 რუშტუ რექბერი

2003 წელს "ბარსელონამ" "ფენერბაჰჩედან" მეკარე - რუშტუ რექბერი უფასოდ დაიმატა. რუშტუს ამ პერიოდში ტრავმები ქონდა, თუმცა როდესაც მან ტრავმები მოიშუსა, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა - ფრანკ რაიკაარდმა მას ვიქტორ ვალდესი ამჯობინა. რუშტუმ "ბარსელონას" მაისური სულ 7-ჯერ მოირგო.  

   

სხვა სტატიები