Belive

რუსთავის ავტოდრომზე 2021 წლის სეზონის Rally Sprint-ის I ეტაპი გაიმართა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
21 მარტს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2021 წლის სეზონის Rally Sprint-ის I ეტაპი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ავტომობილისტა კლუბის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 15- მა პროფესიონალმა და 50-მდე ავტომოყვარულმა მრბოლელმა მიიღო. მონაწილეები დაიყო შემდეგ კლასებად: მოყვარულები, ნახევრად პროფესიონალები და პროფესიონალები. შეჯიბრება ოთხი სარბოლო გარბენისგან შედგებოდა, ორი წაღმა და ორიც უკუღმა. გამარჯვებული კი ოთხივე გარბენისას დაფიქსირებული დროის შეჯამებით გამოვლინდა. 2.0 AM კლასი 1 ადგილი - გიორგი ხატიაშვილი 2 ადგილი - ირაკლი მაზიაშვილი 3 ადგილი - დათუნა არჯევანიძე 2.0-3.0 /Absolute AM 1ადგილი - ლევან ხვედელიძე 2 ადგილი - ვატო წაწალაშვილი 3 ადგილი - გიორგი ლობჯანიძე "სემი პრო" AM 1 ადგილი - ვაჟა კობახიძე 2 ადგილი - დავით რობანიშვილი 3 ადგილი - ალექსანდრე ლიპარტელიანი Absolute PRO 1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე 2 ადგილი - დათა ქაჯაია 3 ადგილი - ლადო კუხიანიძე სარბოლო სეზონის მანძილზე სულ 5 ეტაპი ჩატარდება. თითოეულ ეტაპზე დაფიქსირებული ქულები შეჯამდება და წლის ბოლოს თითოეული კლასის ჩემპიონი გამოვლინდება.

სხვა სტატიები