Belive

საქართველოს დრიფტის სერიები 2021 - ის პირველი ეტაპი ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა

3 წლის წინ სხვა
2 წთ
11 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, “BMW CLUB GEORGIA”-ს ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ორ სხვადსხვა კლასში საქართელოს ჩემპიონატი დრიფტში ჩატარდა. ღონისძიებაში პრო PRO და PRO2 ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა, 52 დრიფტერი მონაწილეობდა. შეჯიბრების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ამინდი, ამ ფაქტორმა ღონისძიებას მეტი დაძაბულობა, ინტერესი და სირთულე შესძინა, რადგან 32 არალიცენზირებული დრიფტერი პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული 20 დრიფტერი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა. პრო 2 კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: 1 ადგილი - სიმონ გუნცაძე 2 ადგილი - ნიკა კაკიაშვილი 3 ადგილი - ჯაბა სოროზანიშვილი გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა გაიმართა პროფესიონალთა რიგებში. შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილეები ნოდო კოდუა და ვახო ხურციძე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც ნოდო კოდუამ იამარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. პრო კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: 1 ადგილი - ნოდო კოდუა 2 ადგილი - ვახო ხურციძე 3 ადგილი - დავით ნუცუბიძე ასევე სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყო ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა, სადაც მაყურებელბს მათი ახლოს ნახვისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს “ევროპის ჩემპიონატი დრიფტში" -ს ფინალი თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით ნოდო კოდუა და მევლუდ მელაძე მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დააწესეს გრანდიოზული პრიზი პირველი და მეორე ეტაპის 2 გამარჯვებული დრიფტერისთვის, ისინი შეუერთდებიან „ევროპის ჩემპიონატი დრიფტში“-ს.

სხვა სტატიები