Belive

8 მაისს აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 8 მაისს დილის 12:00 საათიდან ამლევი-ორბეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სტარტს აიღბს საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში 2021. პირველი ეტაპი სახელწოდებით „ბირთვისის ბრძოლა“. ავტომობილები ტექნიკურ დათვალიერებას გაივლიან 7 მაისს სპორტ კომპლექს არენას ავტოსადგომზე. ხოლო 8 მაისს კი შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო და სამი ჩათვლითი რბოლა გაიმართება უშუალოდ სპეც მონაკვეთზე. გამარჯვებული რბოლების შედეგების მიხედვით გამოვლინდება. მსგავსი პრინციპის შეჯიბრებისას ავტომობილების მიზანი განსაზღვრული მონაკვეთის მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფარვა არის. ჩემპიონატი საერთო ჯამში 5 ეტაპისგან შედეგება. ორგანიზატორებისა და ავტომრბოლელების მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების შეჯიბრებაში გადატანა არის, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვება, მხოლოდ კოვიდ 19-ის შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ადგილზე იქნება სსსფ-ს პარტნიორი „ემერჯენსი სერვისი“, რომელიც დამსწრეებს შეამოწმებს და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებს. სპეციალურად განსაკუთრებული სანახაობისთვის - ევროკრედიტის ,,სწრაფი ფულის" ზონა, სადაც ყველაზე სწრაფი მრბოლელი 1000₾-ს მიიღებს საჩუქრად. ასევე, მოეწყობა გასართობი სივრცეები, კვებისა და საპიკნიკე ზონა, მუსიკა. სიურპრიზი იქ მოსული მაყურებლისათვის: ყველაზე იღბლიანი 15 დამსწრე მიიღებს შანსს „სწრაფი ფულის“ ზონაში „გაასეირნონ“ Drift Car-ით Top მრბოლელებმა. შეჯიბრის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია Euro Credit - ევრო კრედიტი. ხოლო გენერალური მედიაპარტნიორი ყველაზე დიდი ავტოპორტალი Myauto.

სხვა სტატიები