Belive

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება

2 წლის წინ სხვა
2 წთ
5 მაისს ვირტუალურ წრიულ რბოლაში საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი ჩატარდა. რბოლებს გერმანიის, ჰოკენჰაიმის, ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა. საერთო ჯამში 25 - მდე გამოცდილმა სიმ რეისერმა 1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენი შეასრულა. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 13 წრეს ასრულებდნენ. საბოლოოდ, წინასწარი შედეგებით სანდრო თავართქილაძემ ორივე რბოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. პირველი რბოლის წინასწარი შედეგები: 1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე 2 ადგილი - დათუნა არჯევანიძე 3 ადგილი - სანდრო ჭანტურია მეორე რბოლის წინასწარი შედეგები: 1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე 2 ადგილი - ნიკა კობოსნიძე 3 ადგილი - გიორგი დათუაშვილი რბოლებს პირდაპირ ეთერში ჩემპიონატის დამფუძნებელი ბექა ჯიქია და ლევან მიმინოშვილი კომენტირებდნენ. ასევე, რბოლის დასრულების შემდეგ სპეციალურად მაყურებლისთვის პოდიუმის წევრი სიმ რეისერები ერთვებოდნენ მცირე ინტერვიუს სახით. სხვადასხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ 2 ეტაპი ჩატარდება, რომლებსაც კომპანია სიმულექს რეისინგი გაუწევს ორგანიზებას საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით. სიმულირებული რბოლები ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა. 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე Olympic Virtual Series (OVS) - ის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი ვირტუალური რბოლა იქნება. საქართველოში კომპანია სიმულექს რეისინგი კი სსსფ-ს გუნდთან ერთად უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ვირტუალური რბოლების პოპულარიზებასა და განვითარებაზე.

სხვა სტატიები