Belive

საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე 14 სპორტსმენით დარეგისტრირდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ლაშა გუჯეჯიანის გუნდში ცვლილებაა – თემურ ნოზაძის ნაცვლად (-60 კგ), მსოფლიო ჩემპიონაზე ილია სულამანიძე იასპარეზებს (-100 კგ).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: -66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი; ნუგზარ ტატალაშვილი -81 კგ. – ლუკა მაისურაძე; ტატო გრიგალაშვილი -90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი -100 კგ, – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე +100 კგ. – გელა ზაალიშვილი -52 კგ.  ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი -57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი -70 კგ. – მარიამ ჭანტურია +78 კგ. – სოფიო სომხიშვილი მთავარი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი.

სხვა სტატიები