Belive

მაკგრეგორი: ,,დასტინ, ჩემთვის ფეხი შენი დარტყმებით არ მოგიტეხავს!''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიესთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი ბრძოლა მათ შორის ბოლო არ ყოფილა:
,,მე ის კრივში გავანადგურე. ეს დასასრული არ არის, თუ საჭირო გახდა, ერთმანეთს ოქტაგონის გარეთაც შევხვდებით. რა ვიგრძენი, როცა დავეცი? ძვალი უბრალოდ გამიტყდა, მე კი ფეხზე მაინც ვიდექი, ისე როგორც, ანდერსონ სილვა... ეს გიჟური საქმეა... დასტინ, ჩემთვის ფეხი შენი დარტყმებით არ მოგიტეხავს! შენი ცოლი მწერს - პატარავ, კიდევ მომწერე, გელოდები! დასტინს ჯანდაბამდე გზა ჰქონია.''
ლას ვეგასში პორიესა და მაკგრეგორს შორის გამართული ბრძოლა ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. პირველ რაუნდში კონორმა კოჭი მოიტეხა და პორიეს ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

სხვა სტატიები