Belive

რეიტინგის პირველი ნომერი დამარცხებულია - სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გავიდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიპიადაზე ზედიზედ მესამე დაპირისპირება მოიგო. ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, ო სან უკი (სამხრეთ კორეა) 15:13 დაამარცა და ნახევარფინალში გავიდა. სანდრო ბაზაძე მომავალ შეხვედრას მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერთან, არონ შილადისთან (უნგრეთი) გამართავს, რომელმაც ალი პაკდამანს (ირანი) 15:6 მოუგო. დაპირისპირება თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები