Belive

ტაკატო: ,,ქართველის წინააღმდეგ ბრძოლის წინ, ძალიან მეშინოდა''

2 წლის წინ სხვა
1 წთ

დღეს -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში ლუხუმ ჩხვიმიანს უმძიმეს ბრძოლაში მოუგო. იაპონელმა ძიუდოისტმა ჩემპიონობის შემდეგ, აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე რთული სწორედ ქართველთან დაპირისპირება იყო:

,,მიუხედავად იმისა, რომ ხალხი შესაძლოა ასე არ ფიქრობდეს, ჩემთვის ყველაზე რთული შეხვედრა არც ნახევარფინალური დაპირისპირება ყოფილა და არც - ფინალური. ეს მეოთხედფინალი იყო, რადგან რიოში სწორედ ამ ეტაპზე დავმარცხდი და აქ, ტოკიოში, ქართველის წინააღმდეგ ბრძოლის წინ, ძალიან მეშინოდა,'' - განაცხადა ტაკატომ.
ტაკატოსა და ჩხვიმიანის შეხვედრა 8 წუთზე მეტს გაგრძელდა, საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს დროში 3 შიდო მიიღო და ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ვონ ჯინ კიმთან დამარცხდა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by International Judo Federation (@judogallery)

სხვა სტატიები