Belive

გიგა ჭიკაძე: ,,კონორის ერა დასრულდა, ხაბიბი წავიდა, ახლა გიგას დროა!''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, ედსონ ბარბოსასთან მოგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა UFC-ში მისი დრო დადგა:
,,როცა საქმე ტიტულს ეხება, მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვიბრძოლო. გულწრფელად რომ გითხრათ, მაქს ჰოლოუეის ადრეც ვიწვევდი, ეს ის არის, რაც წარსულში ნამდვილად მინდოდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა, ეს გიგას დროა! კონორის ერა დასრულდა, ხაბიბი წავიდა, სხვა ვინ არის? ჯორჯ სენ-პიერიც პენსიაზეა... ახლა გიგას დროა! ყველაფერი შეიცვალა. ასე რომ, გადმოერთეთ ჩემზე და ჩემთან ერთად გაიარეთ გზა!''
გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. 33 წლის მებრძოლმა დღევანდელი მოგების შემდეგ მაქს ჰოლოვეი გამოიწვია.

სხვა სტატიები