Belive

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს 13 წლის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი შეეწირა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
27 სექტემბერს, გამთენიისას მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები განახლდა. კონფლიქტის განახლებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლიც. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 13 წლის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი - შაჰრიარ ქურბანოვი, 27 სექტემბერს, ქალაქ ნაფტალანში სომხეთის მიერ მოწყობილ შეიარაღებულ თავდასხმას შეეწირა. ამ ტრაგედიას 13 წლის ფეხბურთელის გარდა კიდევ მისი 4 ოჯახის წევრი შეეწირა, ერთ-ერთია მისი და - ფიდან გორბანოვა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. https://www.facebook.com/affaazerbaijan/posts/4689971704376636  

სხვა სტატიები