Belive

IJF საბა ინანეიშვილზე: ,,დედა-შვილი 5-წლიანი დაშორების შემდეგ კვლავ შეხვდა ერთმანეთს''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველი ძიუდოისტი საბა ინანეიშვილი, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საბას ტრიუმფს დედამისი - გვანცა ჭანტურიძე დაესწრო, რომელიც საქართველოდან იტალიაში სამუშაოდ 5 წლის წინ გაემგზავრა. დედა-შვილის შეხვედრას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გამოეხმაურა:
,,დედა-შვილი 5-წლიანი დაშორების შემდეგ კვლავ შეხვდა ერთმანეთს. 5 წლის წინ, გვანცა ჭანტურიძე მილანში ჩავიდა. ეს არ ყოფილა მოგზაურობა სიამოვნებისთვის, ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა. მან უკან მოიტოვა ოჯახი, რომელიც საქართველოში დარჩა და მას შემდეგ მათ დასახმარებლად შრომობს. ერთი წუთი არ დაუსვენია, ყოველთვიურად ფულს უგზავნის. ოჯახის წევრებს მხოლოდ ტელეფონისა და ელექტრონული შეტყობინებების საშუალებით ესაუბრება. მისი შვილის, საბა ინანეიშვილის, კარიერას თვალს შორიდან ყურადღებით ადევნებს,'' - წერს IJF-ი სოციალურ ქსელში.

სხვა სტატიები