Belive

პირველად კარიერაში - ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონია

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ,,რედ ბულის'' პილოტი, მაქს ფერსტაპენი გახდა, რომელმაც აბუ დაბიში გამართულ გრან პრიზე უშუალო კონკურენტს, ლუის ჰემილტონს, აჯობა და ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. ნიდერლანდელმა მრბოლელმა გადამწყვეტი უპირატესობა უკანასკნელ წრეზე მოიპოვა, როცა ჰემილტონს შიდა მხრიდან გადაუსწრო და კონტრშეტევის შანსი არ დაუტოვა.

,,სიგიჟეა! არ ვიცი, რა ვთქვა... ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი გუნდით. მათთან ერთად მუშაობა ძალიან მიყვარს. საბოლოოდ, დღეს ცოტა გამიმართლა. ჩემმა გუნდმა იცის, რომ ისინი მიყვარს და მომავალი 10-15 წლის განმავლობაში მათთან ერთად მუშაობა მსურს,'' = განაცხადა ფერსტაპენმა რბოლის შემდეგ.
აბუ დაბის გრან პრის ფერსტაპენი და ჰემილტონი თანაბარი ქულებით შეხვდნენ. წელს გამართული 22 გრან პრიდან 10 ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა, 8-ში ჰემილტონმა იმარჯვა, თითო-თითო კი ვალტერი ბოტასმა, დანიელ რიკარდომ, ესტებან ოკონმა და სერხიო პერესმა მოიგეს.
 

სხვა სტატიები