Belive

14-21 თებერვალს საქართველოს წყალბურთის ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევზე იასპარეზებს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
14-21 თებერვალს, ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ 14 თებერვლიდან ჩაერთვება და ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის შესარჩევზე საქართველოს წყალბურთის ნაკრები A-ჯგუფში, საკმაოდ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზებს. პლეი-ოფის საგზურს ჯგუფის საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს.

A-ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, კანადა, საბერძნეთი, მონტენეგრო, ბრაზილია


1111

საქართველოს წყალბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოევიჩმა როტერდამის ტურნირზე საასპარეზოდ შემადგენლობა უკვე დაასახელა: ბექა ქავთარაძე, ბესო ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ბორის ვაპენსკი, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი, ირაკლი რაზმაძე, მარკო ელეზი, ფაბიო ბარალდი, ნიკოლოზ შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი მაგრაქველიძე, ვატო დადვანი. სტანოევიჩის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში "დინამო თბილისის" 7 წყალბურთელი მოხვდა: ბექა ქავთარაძე, ბესო ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ბორის ვაპენსკი, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი, ირაკლი რაზმაძე 14-21 თებერვალს გასამართი როტერდამის შესარჩევი ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა, betlive.com-ის გენ-სპონსორობით, მაყურებელს silk უნივერსალზე და live.ge-ს ფბ გვერდზე შეეძლება.

სხვა სტატიები