Belive

ლაშა ტალახაძე: ,,ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე, უკრაინაში რუსეთის შეჭრას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:
,,ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი! დღეს უკრაინა არის საქართველოს მდგომარეობაში და ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ორმაგად მძიმეა იმ კადრების ყურება, რაც ტელეციზიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება. აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობით! პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ტყუილად ღვრის უდანაშაულო სისხლს! დროა, ფეხზე დადგეს დედამიწა! დროა, ყველამ ხმა ამოიღოს! ჩემი მხარდაჭერა უკრაინას! გულით ვუსურვებ გამარჯვებას! მშვიდობა იყოს, მეგობრებო!'' - წერს ტალახაზე ფეისბუკის პირად გვერდზე.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთში ჩასვლისგან თავი ,,ბარსელონასა” და ,,ჟალგირისის” საკალათბურთო გუნდებმა შეიკავეს. გარდა ამისა, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები