Belive

ტოჩინოშინი: ,,ჩემი სამშობლოც ბევრჯერ ყოფილა ომში, ამას კარგი არაფერი მოაქვს''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველი, სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა:
,,უკრაინა ნადგურდება, ბავშვები იხოცება და ეს ძალიან სამწუხაროა. ომი ყველაზე ცუდი რამ არის. ჩემი სამშობლოც ბევრჯერ ყოფილა ომში, ამას კარგი არაფერი მოაქვს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მშვიდობა საუკეთესო რამაა. საქართველო და უკრაინა მეგობრები არიან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ, იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება,'' - განაცხადა ტოჩინოშინმა.
მარტის ბაშოს პირველი ორი დღის შემდეგ, ტოჩინოშინის ანგარიშზე 1 მოგება და 1 მარცხია. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები