Belive

2 წლის წინ სხვა
2 წთ
rezi imnaishvili
"დინამო თბილისი", ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს - იქ, სადაც მოხვედრა ბევრისთვის საოცნებოა. იქ, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები უპირისპირდებიან. თბილისურ კლუბს სერბი დეიან სტანოიევიჩი წვრთნის და ახალგაზრდა წყალბურთელებს მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებთან თამაშისთვის ამზადებს. სტანოიევიჩი გუნდში 2021 წლის დასაწყისში, სოლიდური გამოცდილებით მივიდა. იგი რუმინეთისა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს ხელმძღვანელობდა, 2014 წელს კი, რუმინეთთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც დაამარცხა. "დინამო თბილისი", ძირითადად, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია. ფაქტია, რომ სტანოიევიჩს ახალგაზრდებთან მუშაობა კარგად გამოსდის, რასაც ისიც ადასტურებს, რომ სერბეთის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. სტანოიევიჩმა თავიდანვე თქვა, რომ გუნდში თავისი სისტემის დასამკვიდრებლად გარკვეული დრო სჭირდებოდა. "დინამო თბილისთან" ერთად, მან საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ჩაიბარა და გარდაქმნებს საფუძველი ჩაუყარა.
geo

მწვრთნელის შესახებ აზრი მოთამაშეებს ვკითხეთ. ამბობენ, რომ სტანოიევიჩმა სტილი შეცვალა, აქცენტი სისწრაფესა და გამძლეობაზე გააკეთა.
"დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. აკვირდება ისეთ წვრილ დეტალებსაც, რომელიც წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ გუნდი ასეთი მომზადებული არასოდეს ყოფილა, რადგან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს როგორც სისწრაფის, ასევე გამძლეობის კუთხით. ასევე, გვამზადებს ტაქტიკურად: გუნდთან ერთად, დეტალურად განიხილავს როგორც ჩვენი, ასევე მეტოქის სათამაშო კომპონტენტებს და ყველა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, თუნდაც მცირედი ცვლილებებით, სხვანაირად ვთამაშობთ", - თქვა რეზი იმნაიშვილმა.
 

სხვა სტატიები