15 ყველაზე ცუდი წარდგენა ფეხბურთის ისტორიაში

როგორც წესი, მას შემდეგ, რაც კლუბები ახალ მოთამაშეებს იფორმებენ, ეწყობა მათი წარდგენა, რომლის დროსაც ახალწვეულები თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ.

ხშირია შემთხვევა, როცა პრეზენტაციის დროს მოთამაშე მარტივ ფინტსაც კი ვერ აკეთბს ან თუნდაც ბურთსაც კი ვერ კენწლის რამდენჯერმე და ამის შემდეგ განხილვის საგანი ხდება. ჩნდება  კითხვები საერთოდ რატომ შეიძინეს? გუნდს რაში უნდა გამოადგეს?

კონცენტრაციის დაკარგვა და წარდგენისას შეცდომა წლების მანძილზე ბევრ კარგ ფეხბურთელს მოსვლია, გამონაკლისი არც “ბარსელონას” ახალწვეული სერჟინიო დესტი გამოდგა.

15. სერჟინიო დესტი – “ბარსელონა”

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის დროს 19 წლის დესტმა ერთ-ერთი იელთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა და ბურთი ვერ შეინარჩუნა, მის წარდგენას ნადმვილად ვერ ვუწოდებთ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდს. ამასთან ახალაგზრდა მოთამაშემ შეცდომის გამოსწორება სხვა მშვენიერი ილეთის დემონსტრაციით მოახერხა.

14. დუგლას პერეირა – “ბარსელონა”

არც დუგლასის პრეზნტაცია გამოდგა მაინცდამინც წარმატებული, “კამპ ნოუზე”, როცა ფეხბურთელმა ბურთის აკენწვლა სცადა და მერე ბურთის დევნა მოუწია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დუგლასს ელემენტარულად ბურთის კენწვლა არ შეუძლია, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

13. ბრაიან რობსონი – “მიდლსბრო” 

რაც შეეხება რობსონს მას ტექნიკის დემონსტრირებისას შეცდომა არ დაუშვია, უბრალოდ საინტერესო ჩაცმულობა აირჩია : ტანს ზევით ელეგანტურად იყო გამოწყობილი პერანგსა და პიჯაკში, ხოლო ტანს ქვევით მოკლე სპორტულ შორტებსა და გეტრებში, რაც ცოტა არ იყოს სასაცილო სურათს ქმნიდა.

12. ლი ბოუერი – “ლიდსი”

ბოუერი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი იყო ინგლისურ ფეხბურთში. როცა “ლიდსს” 1996 წელს შეუერთდა, წარდგენაზე მშობლები დაპატიჟა და მათთან ერთად სტადიონზე საკმაოდ უხერხულად გამოიყურებოდა.

11. პაულო დი კანიო – “შეფილდ ვედნესდეი” 

წარდგენაზე იტალიელმა პიცის ჭამის ინსცენირება გადაწყვიტა, თუმცა ამაში არაფერი იყო განსაკუთრებული, უბრალოდ გაყინული პიცა ლორითა და სოკოთი.

10. დავიდ ჟინოლა – “ტოტენჰემი”

ჟინოლა წარდგენაზე ტანს ზემოთ შიშველი იყო, თუმცა რატომ, რთულია გასაგებია.

9. ომარ გონსალესი – “პაჩუკა”

პრეზენტაციაზე ფეხბურთლი “დარტ ვაიდერის” ფორმაში წარდგა, ალბათ რაიმე ხუმრობა იყო ჩაფიქრებული.

8. მარიანო – “სევილია”

მარიანომ პრეზენტაციაზე ბურთი ფეხით ნორმალურად ვერ აკენწლა შემდეგ კი იყო ბურთის თავით აკენწვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა.

7. პაულინიო – “ბარსელონა”

“ბარსელონას” გულშემატკივრები პაულინიოს მიმართ სკეპტიკურად განეწყვნენ მას შემდეგ, რაც კლუბმა მის სანაცვლოდ 36,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. პაულინიომ წარდგენაზე ბურთის მხოლოდ ექვსჯერ აკენწვლა შეძლო.

6. მარტინ ბრაითვეითი – “ბარსელონა”

რაც შეეხება ბრაითვეითს, მოთამაშემ ვერც ბურთი გაიჩერა თავზე, ვერც აკენწლა და ვერც ილეთები შეასრულა ისე, როგორც საჭირო იყო.

5. რობერტო სოლდადო – “ვილიარეალი”

სოლდადომ წარდგენაზე გულშემატკივრებს ბურთი ვერ გადაუგდო, ქვედა რიგებში განლაგებულ მხარდამჭერებს ესპანელმა ბურთი ორივეჯერ გადააცილა.

4. მარსელო სოსა – “მადრიდის ატლეტიკო”

სოსამ წარდგენაზე ბურთი თავით რამდნჯერმე აკენწლა, რის შემდეგაც ფეხით მიღება სცადა, მაგრამ სამწუხაროდ ძირს დაეცა.

3. უსმან დემბელე – “ბარსელონა”

“ბარსელონამ” დემბელეში 135,5 მილიონი ფუნტი სტრლინგი გადაიხადა და მისი პრეზენტაცია რამდენიმე ათასი გულშემტაკივრის თანდასწრებით გაიმართა “კამპ ნოუზე”, თუმცა არც ისე წარმატებულად. დემბელესაც სხვებივით ბურთის მაღლა აწევა და თავზე გადაგდება გაუჭირდა და მანიცდამაინც ვერც აკენწვლისას შეინარჩუნა კონცენტრაცია.

2. ტეო ერნანდესი – “მადრიდის რეალი”

როცა “რეალში” კონკურენტი “ატლეტიკოდან” გადმოდიხარ თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინო, ერნანდესმა კი ეს ვერ შეძლო, ბურთის კენწვლისას ერთ ადგილზე დგომის ნაცვლად თითქმის ნახევარი სტადიონი შემოირბინა, რომ ბურთი რამენაირად დაემორჩილებინა.

1. მარკო პერესი – “რეალ სარაგოსა” 

პერესი მარტივ სიტუაციაში წაიქცა, როცა ბურთით მოძრაობისას ბურთს ფეხი წამოსდო.

 

 

(4902)

15 ყველაზე ცუდი წარდგენა ფეხბურთის ისტორიაში

სტატიის ავტორი
-