კაფუ: ,,ჩემსა და არნოლდს შორის ბევრ საერთოს ვხედავ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, ,,ლივერპულის” მცველზე, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე ისაუბრა:

,,ტრენტსა და მის კარიერას ლივერპულში ვაკვირდები. მისი პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში გასაოცარი იყო. უდავოა, რომ არნოლდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია.

ტრენტს დიდი გამოცდილება აქვს და ჩემსა და მას შორის ბევრ საერთოს ვხედავ. მასსაც, ჩემსავით, წინ წასვლისა და შეტევის სურვილი აქვს. არნოლდის თამაში ჩემს თამაშს ძალიან ჰგავს,” – კაფუს სიტყვებს BBC-ი ციტირებს.


მიმდინარე სეზონში არნოლდის ანგარიშზე ,,ლივერპულის” მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

კაფუ: ,,ჩემსა და არნოლდს შორის ბევრ საერთოს ვხედავ”

სტატიის ავტორი
-