Belive

კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძემ -73კგ-იან წონით კატეგორიაში სამი მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 150 კილოგრამი აწია და ვერცხლს დაეუფლა, აკვრაში 176 კილოგრამის აწევით ბრინჯაოს, ორჭიდის ჯამში კი ასპარეზობა (326 კგ) ვერცხლის მედლით დაასრულა. ასანიძე მხოლოდ მოჰამედ ოზბეკს (თურქეთი, 339 კილოგრამი) ჩამორჩა.