Belive

1982 წლის შემდეგ პირველად... ნოემბრის ბაშოზე შესაძლოა საინტერესო ფაქტი დაფიქსირდეს

4 წლის წინ სხვა
2 წთ
8 სექტემბერს ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლე 15 დღის განმავლობაში 2019 წელს რიგით მესამედ უმასპინძლებს სუმოს სუპერტურნირს, სახელად - აკი ბაშოს. აღნიშნული ბაშო ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან ოძეკების მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება, ვინაიდან ოძეკი ტოჩინოშინი და ოძეკი გოეიდო კადობანში არიან, ხოლო "ოძეკივაკე" ტაკაკეიშოს ოძეკის პრივილეგიით სარგებლობის უფლება მიეცემა და 10 მოგების შემთხვევაში წოდებას დაიბრუნებს. საინტერესო მოვლენა, რაც შეიძლება, რომ ნოემბრის ბაშოზე დაფიქსირდეს - იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი ოძეკი ვერ ამოვა კადობანიდან და ვერც ტაკაკეიშო მოახერხებს 10 მოგების მოპოვებას, ოძეკი მხოლოდ ტაკაიასუ რჩება, რაც დაუშვებელია, შესაბამისად დასავლეთის წარმომადგენელი იოკოძუნა განსხვავებულ წოდებას მოირგებს - იოკოძუნა-ოძეკი, ასეთი რამ ბოლოს 1982 წელს მოხდა. თუ მოხდა ისე, რომ ტაკაიასუ ნოემბრის ბაშოზე რაიმე მიზეზიდან გამომდინარე ვერ გამოვიდა ორივე იოკოძუნას წოდება იოკოძუნა-ოძეკი იქნება - ასეთი რამ სუმოს ისტორიაში ერთადერთხელ მოხდა 1981 წლის აკი ბაშოზე, როდესაც იოკოძუნები - კიტანოუმი და ჩიონოფუჯი ბაშოზე ოძეკის არ ყოფნის გამო იოკოძუნა-ოძეკის სტატუსით გამოდიოდნენ. 1982 წელს კოტოკაძე ერთადერთი ოძეკი იყო, რომელიც ბაშოზე გამოდიოდა, შესაბამისად დასავლეთის წარმომადგენელი იოკოძუნა კიტანოუმი აღნიშნულ ბაშოზე იოკოძუნა-ოძეკის წოდებით ასპარეზობდა.  

სხვა სტატიები