მაა ნონუ სუპერ რაგბს დაუბრუნდა

525
ნახვა

ახალ ზელანდიელი ცენტურიონი, მაა ნონუ, სუპერ რაგბს დაუბრუნდა. იგი “ლურჯების” შემადგენლობას 2019 წლამდე დაიცავს.

36 წლის ახალ ზელანდიელი 2015 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს სუპერ რაგბში. იგი ბოლოს “ჰურიკანსის” ღირსებას იცავდა და 9 გამართულ მატჩში 1 ლელოს დადება შეძლო.

მან “ოლ ბლექსის” მაისურით 103 კეპი მოიხვეჭა და 31 ლელოს დადება შეძლო.

მაა ნონუს კარიერა სუპერ რაგბში 2003 წელს დაიწყო. მან “ჰურიკანსში” 2011 წლამდე ითამაშა და შემდეგ კარიერა “ლურჯებში” გააგრძელა.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში ნონუ ყოველწლიურად იცვლიდა გუნდს – 2013-ში “ჰაილანდერში” გადავიდა, 2014-ში კვლავ “ლურჯებში” 2015-ში მშობლიურ “ჰურიკანსს” დაუბრუნდა.

მაა ნონუს მონაგარი ასეთია:

2003–2011, 2015 წლები – “ჰურიკანსი” – 126 კეპი 48 ლელო;

2012, 2014, 2018 წლები – “ლურჯები” – 25 კეპი 4 ლელო;

2013 წელი – “ჰაილანდერსი” – 9 კეპი 1 ლელო.

(525)

მაა ნონუ სუპერ რაგბს დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-