ნეით დიაზმა ხაბიბ ნურმაგომედოვი ბრძოლაში გამოიწვია

3.16K
ნახვა

მიმდინარე კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის მებრძოლმა, დასტინ პორიემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მასსა და ნეიტ დიაზს შორის ბრძოლა ვერ შედგება. ბრძოლა პორიესა და დიაზს შორის 3 ნოემბერს, ნიუ-იორკში უნდა შემდგარიყო, თუმცა როგორც ჩანს, ორი მებრძოლი ერთმანეთს, სულ მცირე 2018 წელს, არ დაუპირისპირდება. ESPN-ის თანახმად, პორიემ ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.

საინტერესოა რომ ნეით დიაზმა ბრძოლაში ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოიწვია: UFC-ის მებრძოლი, რომელმაც კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართულ, საყოველთაო ყურადღების ქვეშ მყოფ ბრძოლაში ქამრის დაცვა მოახერხა. “ხაბიბს მაშინვე დავუპირისპირდები, როდესაც იგი ბრძოლისთვის მზად იქნება”, – აღნიშნა ნეიტ დიაზმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნეიტ დიაზი ოქტაგონზე 2016 წლის აგვისტოდან არ გამოჩენილა – მაშინ დიაზმა ბრძოლა წააგო, თუმცა $2 მილიონი გამოიმუშავა.

 

 

 

(3159)

ნეით დიაზმა ხაბიბ ნურმაგომედოვი ბრძოლაში გამოიწვია

სტატიის ავტორი
-