Belive

24 წლის ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე სუმოისტი, მარიხუანას მოხმარების გამო დაკითხვაზე იმყოფება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონური სუმოს ასოციაცია იუწყება, რომ ერთ-ერთი სუმოისტი, რომელიც როგორც იაპონური, ასევე ქართული პუბლიკისათვისაც ნაცნობი სახეა, მარიხუანას მოხმარების ფაქტზე ამხილეს. საქმე ეხება ტაკაგენჯის, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი სატოში კამიიამაა. ტაკაგენჯი ამჟამად ჯურიოს დივიზიონში გამოდიოდა, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ მისი სპორტული კარიერა გაგრძელდება. იაპონური სუმოს ასოციაციის ცნობით ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ტაკაგენჯი მარიხუანას მოიხმარს, მათ შაბათს აუწყეს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნაგოია ბაშო აქტიურ ფაზაში იმყოფებოდა. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს ჩატარებულ შარდის ტესტში, ტაკაგენჯის პასუხი მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით დადებითი აღმოჩნდა. 24 წლის სუმოისტი ამჟამად ტოკიოს პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იაპონური სუმოს ასოციაცია ტაკაგენჯის ექსცესთან დაკავშირებით, ამ ეტაპისათვის უცნობია, თუმცა ცნობის თანახმად კომიტეტმა უკვე დაიწყო მისი სიტუაციის განხილვა.

სხვა სტატიები