Belive

საფრანგეთის გრან-პრი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის გრან-პრიზე 9 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. გიორგი იანტბელიძის მომზადებულმა ნაკრებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალის მოგება შეძლო. ტურნირის ჩემპიონები 57 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ გოგავა, 61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე, 70 კგ. წონაში ზურაბ იაკობიშვილი და 79 კგ. წონაში დავით ხუციშვილი გახდნენ. ვერცხლის მედალს 86 კგ. წონით კატეგორიაში ტარზან მაისურაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს 57 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ლომთაძე, 74 კგ. წონაში ზურაბ ერბოწონაშვილ, 97 კგ. წონაში მამუკა კორძაია და მძიმე, 125 კგ. წონაში როლანდ ანდრიაძე დასჯერდნენ. გუნდური ჩემპიონობისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით საქართველოს ნაკრებს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ 10 წონითი კატეგორიიდან 5-ში ფინალში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები გავიდნენ.

სხვა სტატიები