30.03 – 30! დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ოქროს დაბადების დღე

1990 წლის მარტი. თბილისის ქუჩები გაზაფხულის ყვავილობის ნაცვლად სისხლის სუნითაა გაჟღენთილი. ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს იმ გზაზე, სადაც კიდევ ბევრი სისხლი, ომი, შიმშილი თუ განუკითხაობა ელის. ნელ-ნელა, ახალშობილივით სწავლობს პირველ აუცილებელ ნაბიჯებს. და აი, დგება დღე, რომელსაც მათი წინაპრები წლების განმავლობაში რუდუნებით ელოდნენ, დღე რომელმაც გამოუცდელი, შეციებული და შეშინებული ხალხის გულებში ჭეშმარიტი გაზაფხულის ნაპერწკალი გააღვივა – 30 მარტი, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისი.30.03 - 30! დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ოქროს დაბადების დღე 1

 

 

 

 

“საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს.

ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციიდან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, – ეს სიტყვები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ “დინამო არენას” გადაჭედილი ტრიბუნების ქვეშ წარმოთქვა.

ზუსტად 30 წლის წინ, ეროვნული ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ “დინამო თბილისი” (მაშინ “იბერია”) და ფოთის “კოლხეთი” წარსდგნენ. მატჩი ზღვისპირელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ერთადერთი ბურთი კი თბილისური კლუბის კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

დინამო: ზ.ხაპოვი, გ.კეტაშვილი, კ.ცხადაძე, მ.არზიანი, ს.ჭედია, ზ.რევიშვილი (გ.ჩიქოვანი), თ.ქეცბაია, კ.კაჭარავა, გ.ცაავა (გ.ჯიშკარიანი), გ.გურული, კ.გოგიჩაიშვილი.

კოლხეთი: მ.გვასალია, ა.კურგენიანი, რ.ქაჯაია, გ.გიორგაძე, გ.გიგატაძე, მ.შამათავა, ზ.თოფურია (ო.თიბილაშვილი), დ.მახარაძე (ზ.ინიაშვილი), ი.ჯუღელი, ნ.თვარაძე, ო.ავრამიდისი (მ.ბაჯალაძე).

მსაჯი: ვ.მიმინოშვილი

30.03 - 30! დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ოქროს დაბადების დღე 2მას მერე იყო წარმატებაც, წარუმატებლობაც, ცოტა გამართლებაც და უფრო მეტი უიღბლობაც, მაგრამ ქართულმა ფეხბურთმა ცუდად თუ კარგად, თავისი 30-წლიანი ისტორია შექმნა. წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომლამდეც, პირველ რიგში დიდი საერთო მეტოქე უნდა დავამარცხოთ. დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ერთად ვიზეიმოთ ქართული ფეხბურთის უფრო დიდი გამარჯვებები!

30.03 - 30! დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ოქროს დაბადების დღე 3

(124)

30.03 – 30! დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ოქროს დაბადების დღე

სტატიის ავტორი
-