Belive

31 ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში სრულყოფილი ჰეთ-თრიკი შეასრულა

4 წლის წინ სხვა
3 წთ
კრისტიან პულიშიჩმა ლონდონის "ჩელსიში" ადაპტაცია დაასრულა და პირველი გოლების გატანაც მოახერხა. პრემიერლიგის მეათე ტურში, "ბარნლისთან" 4:2 მოგებულ შეხვედრაში, ნიჭიერმა ამერიკელმა შემტევმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა გოლების გატანა ორივე ფეხით და თავით შეძლო და კლინტ დემპსის შემდეგ პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა, ფულემის ვეტერანმა ეს 2012 წელს გააკეთა. პულიშიჩი 2010 წლის შემდეგ, "არისტოკრატების" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სრულყოფილი ჰეთ-თრიკი გაიფორმა - ბოლოს მარჯვენა, მარცხენა ფეხით და თვით დიდიე დროგბამ გაიტანა.  
პრემიერლიგის ისტორიაში ასეთი რამ სულ 31 ფეხბურთელს გაუკეთებია, მათ შორის ყველა დროის 2 საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერი და უეინ რუნი არიან. მხოლოდ რობი ფაულერი, იაკუბო და სერხიო აგუერო არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ეს სულ მცირე 2-ჯერ შეძლეს. 1. მარკ რობინსი "ოლდჰემ ატლეტიკთან" (1992) 2. ეფან ეკოკუ "ევერტონთან" (1993) 3. რობი ფაულერი "საუტჰემპტონთან" (1993 და 1995), "არსენალთან" (1995) 4. მატ ლე ტისიე "ნორვიჩთან" (1994) 5. კრის სუტონი "ქოვენთრი სიტი" (1994) 6. ტომი ჯონსონი "უიმბლდონთან" (1995) 7. ენდი კოული "იპსვიჩათნ" (1995) 8. ჯანლუკა ვიალი "ბარნსლისთან" (1997) 9. ოლე გუნარ სოლსკიაერი "ევერტონთან" (1999) 10. ემილ ჰესკი "დერბისთან" (2000) 11. ლეს ფერდინანდი "ლესტერთან" (2000) 12. ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკი "ტოტენჰემთან" (2002) 13. ტიერი ანრი "ვესტ ჰემთან" (2003)
14. პიტერ კრაუჩი "არსენალთან" (2007) 15. იაკუბო "ფულემთან' (2007), "სუონსუისთან" (2011) 16. მიკაელ ფორსელი "ტოტენჰემთან" (2008) 17. გაბრიელ აგბონლაჰორი "მანჩესტერ სიტისთან" (2008) 18. ემანუელ ადებაიორი "ბლექბერნ როვერსთან" (2008)~ 19. სოლომონ კალუ "სტოკ სიტისთან" (2010) 20. დიდიე დროგბა "უიგან ატლეტიკთან" (2010)
21. ლუის საჰა "ბლექპულთან" (2011) 22. ედინ ჯეკო "ტოტენჰემთან" (2011) 23. დემბა ბა "სტოკ სიტისთან" (2011) 24. პაველ პოგრებნიაკი "ვულვერჰემპტონთან" (2012) 25. ხორდი გომესი "რედინგთან" (2012) 26. კევინ ნოლანი "რედინგთან" (2013) 27. რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2013) 28. ჯონათან ვოლტერსი "ქპრ-სთან" (2015) 29. სტივენ ნეისმიტი "ჩელსისთან" (2015) 30. სერხიო აგუერო "ნიუკასლთან" (2015, 2018) 31. კრისტიან პულიშიჩი "ბარნლისთან" (2019)

სხვა სტატიები