Belive

37 წლის შემდეგ - ჰოლიფილდმა ლეგენდარულ ტაისონთან პირველი დაპირისპირება გაიხსენა

3 წლის წინ სხვა
3 წთ

ევანდერ ჰოლიფილდმა გაიხსენა, თუ რა მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ "თინეიჯერ" მაიკ ტაისონს პირველად დაუპირისპირდა. 17 წლის ტაისონისა და 21 წლის ჰოლიფილდის სპარინგ დაპირისპირების შესახებ, ჰოლიფილდმა LA Times-თან ისაუბრა. მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ტიტულისათვის ჰოლიფილდი და ტაისონი ერთმანეთს 1996 და 1997 წლებში დაუპირისპირდნენ, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ლეგენდარულმა მოკრივეებმა ერთმანეთის ძალები მოსინჯეს - ჰოლიფილდისა და ტაისონის პირველი დაპირისპირება 1984 წელს შედგა.

"მე და ტაისონი მეგობრები ვიყავით. მაიკი მის სპარინგ პარტნიორებს მუდმივად ნოკაუტში აგდებდა და ბოლოს სპარინგ პარტნიორი აღარ ჰყავდა. მე ვუთხარი: გსურს ჩემთან სპარინგი?  მაიკმა მიპასუხა: შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ, არ მსურს ზიანი მოგაყენო." "თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი - ის მხოლოდ 17 წლის იყო, მე 21-ის. ვუთხარი: რას გულისხმობ? ზიანი მომაყენო? ტაისონი გააფრთხილე, რომ მხოლოდ მარცხენა ხელი გამოეყენებინა, მაგრამ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და მას ორივე ხელით ბრძოლა ვთხოვე." "მარჯვენათი უძლიერესი დარტყმა მომაყენა და თითქმის ნოკაუტში ჩამაგდო, თუმცა დარტყმას გავუმკლავდი. როგორც კი ტაისონი დარტყმებს წყვეტდა მის წინააღმდეგ ჩემს კომბინაციებს ვამუშავებდი. დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ მას გაცილებით უფრო მეტი დარტყმა მივაყენე, ვიდრე რომელიმე მისმა ყოფილმა სპარინგ პარტნიორმა."
44444
ჰოლიფილდსა და ტაისონს შორის გამართულ სპარინგ მატჩში სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა და მებრძოლების დასამშვიდებლად მწვრთნელის - პეტ ნაპის ჩარევა გახდა საჭირო. ნაპის ჩარევის შემდეგ, ჰოლიფილდისა და ტაისონის სპარინგ დაპირისპირება მხოლოდ 90 წამს გაგრძელდა. მწვრთნელმა ორ ახალგაზრდა მოკრივეს შორის სიტუაციის გამწვავება არ ისურვა, მაგრამ ჰოლიფილდი მიიჩნევს, რომ იმ დღეს ტაისონის პატივისცემა მოიპოვა.
"ოლიმპიური მწვრთნელი (ნაპი) ჩაერია და სპარინგ დაპირისპირება შეაჩერა. მაიკი ხალხს ეუბნებოდა, შეხედეთ გამხდარია მაგრამ ძალიან ძლიერი. სპარინგ დაპირისპირება 90 წამის შემდეგ შეაჩერეს და თქვეს, რომ არ სურდათ ვინმე დაზარალებულიყო. იმ დროისათვის მაიკი კუთხეში მყავდა და იქიდან თავის დაძვრენას ვერ შეძლებდა. ოლიმპიურმა მწვრთნელმა შეგვაჩერა, მაგრამ ვიცოდი, რომ არავინ დაზარალდებოდა - ყოველ შემთხვევაში დაზარალებული მე ნამდვილად არ ვიქნებოდი", - აღნიშნა ევანდერ ჰოლიფილდმა.
ლეგენდარული მოკრივეების დაპირისპირება შესაძლოა 2021 წელს გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს ევანდერ ჰოლიფილდისა და მაიკ ტაისონის საჩვენებელი ბრძოლა იგეგმება, რომლის სასწორზეც 150 მილიონი ფუნტი დევს.

სხვა სტატიები