42 წლის კარტერის წარმატება 

NBA-ს უხუცესმა მოთამაშემ ვინს კარტერმა მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში კარიერის შედეგი გაიუმჯობესა.

42 წლის კალათბურთელმა “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” 102:95 მოგებულ შეხვედრაში, 3 ქულა ჩააგდო და ეროვნული საკალათბურთო ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის მე-19 ადგილზე აღზევდა.

“ატლანტა ჰოუქსის” ფორვარდმა კარიერის განმავლობაში NBA-ში 25 616 ქულა ჩააგდო. ამ მაჩვენებელში ლიდერი ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარია, ვისი მონაგარიც 38 387 ქულას შეადგენს.

კარტერი 1998 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს, წარსულში ის “ტორონტოს”, “ნიუ ჯერსის“, “ორლადნოს“, “ფენიქსის”, “დალასის”, “მემფისისა” და საკრამენტოს” მაისურის ირგებდა.

(99)

42 წლის კარტერის წარმატება 

სტატიის ავტორი
-