Belive

ნაგოია ბაშო მე-11 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ნაგოიაში მიმდინარე სუმოს 2019 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენმა ოძეკიმ, ტრავმებიდან გამომდინარე, ასპარეზი უკვე დაასრულა. რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს მეორე ნომერია და ასევე ტრავმირებული ასპარეზობს - სწორედ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზი. მე-11 დღის ბოლოს, გაგას ბალანსი 2 მოგება და 9 მარცხია, რაც ოფიციალურად უარყოფითი ბალანსია და იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ბაშოზე გაგა რეიტინგში დაქვეითდება. მე-12 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-9 ნომერი მიტორიუ იქნება. რაც შეეხება მაკუუჩი ანუ უმაღლეს დივიზონს, აქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 დღის ბრძოლაში პირველად დამარცხდა თეთრი ფენიქსი, ანუ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის მეტოქეც თანამემამულე, ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი იჩინოჯო გახლდათ, ეს ერთადერთი მარცხია მისთვის. ნაგოია ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა, რომელმაც მე-11 დღეს ექს ოძეკი კოტოშოგიკუ დაამარცხა. გთავაზობთ ჩემპიონობისათვის მებრძოლ სუმოისტებს მე-11 დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით: 11 მოგება - იოკოძუნა კაკურიუ  10 მოგება - იოკოძუნა ჰაკუჰო  9 მოგება -  დ7მ ტომოკაძე, დ16მ  ტერუცუიოში 8 მოგება - ა7მ მიოგირიუ 

სხვა სტატიები