Belive

76 წლის ასაკში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ვიქტორ სანეევი დღეს, სიდნეიში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა. სანეევის მეგობრის, ვიქტორ ობიდკოს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში დაიბადა. მძლეოსანმა 1968, 1972 და 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, 1980 წელს კი ვერცხლს დაეუფლა. გარდა ამისა, ლეგენდარული სპორტსმენი ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია. 1990-იან წლებში სანეევი მეუღლესთან და 15 წლის შვილთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა.
სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენადაა დასახელებული. დაჯილდოებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ღირსების ორდენებით. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

სხვა სტატიები