Belive

ცნობილი მოჭიდავე ნავიდ აფკარი ირანში სიკვდილით დასაჯეს

3 წლის წინ სხვა
2 წთ
ცნობილი ირანელი სპორტსმენი ნავიდ აფკარი ირანში სიკვდილით დასაჯეს, მიუხედავად დონალდ ტრამპის მოწოდებისა, რომ შეენარჩუნებინათ მისთვის სიცოცხლე. ნავიდ აფკარის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო: ის და მისი ძმები წარმოჩენილები იყვნენ, როგორც მსხვერპლი და სამიზნე ირანის შიიტური თეოკრატიისა, რადგან მონაწილეობდნენ მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში 2018 წელს. 27 წლის სპორტსმენი ირანის ხელისუფლებამ ქალაქ შირაზში არეულობის დროს წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლის ცივი იარაღით დაჭრაში დაადანაშაულა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიით სასამართლოს მაღალჩინოსანმა განცხადება გააკეთა.
"ნავიდ აფკარის განაჩენი, რომელსაც ბრალად ედებოდა ჰასან თურქმანის მკვლელობა, სისრულეში იქნა მოყვანილი ქალაქ შირაზიში, ადელაბადის ციხეში".
ირანმა გადმოსცა ნავიდ აფკარის თითქოსდა დანაშაულის აღიარება, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა განაცხადეს, რომ აფკარის აღიარება ზეწოლით იქნა მოპოვებული. აფკარის საქმემ ირანში გამოიწვია მოთხოვნა, რომ გაუქმდეს სიკვდილით დასჯა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა აფკარის საქმესთან დაკავშირებით და მისი შეწყალება ითხოვა.
"ირანის ლიდერებს! მადლობელი ვიქნებოდი, თუ შეიწყალებდით და სიკვდილით არ დასჯიდით ახალგაზრდა სპორტსმენს. გმადლობთ",- დაწერა ტრამპმა
ნავიდ აფკარის მხარი დაუჭირა ასევე UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა.
"ის ერთ-ერთი ჩვენგანია, მის ადგილას ნებისმიერი ჩემი მებრძოლი შეიძლება ყოფილიყო",-განაცხადა მან.