Belive

აბუ-დაბის გრანდ სლემი - ლაშა შავდათუაშვილის იმედად | პრევიუ

2 წლის წინ სხვა
1 წთ
26-28 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში – აბუ-დაბიში, ძიუდოს 2021 წლის ბოლო შეჯიბრი გაიმართება, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ მხოლოდ ერთი სპორტსმენი – ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. 27 ნოემბერს ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ პირველად იასპარეზებს წითელი არშიით (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი). ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ წონითი კატეგორიის ლიდერია და აბუ-დაბიშიც მთავარ ფავორიტად ჩავიდა. იგი A ბადეში იასპარეზებს და განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მეორე ეტაპზე ლაშას მეტოქე, მოლდოველ - ადილ ოსმანოვსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ - საედ ალ ნაქბის შორის გამარჯვებული იქნება. ამ შეჯიბრზე ლაშას მთავარი მეტოქე, მონღოლი - ცონგბაატარ ცენდ-ოჩირი იქნება, რომელიც -73 კგ წონითი კატეგორიის მეორე ნომერია. მონღოლი სპორტსმენი ლაშას ფინალამდე ვერ შეხვდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები