Belive

ადამა ტრაორეს წარდგენა - ესპანელმა თავი ბრწყინვალედ წარმოადგინა

2 წლის წინ სხვა
2 წთ

კატალონიის "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ადამა ტრაორე წარადგინა. 26 წლის ესპანელი ფეხბურთელი გულშემატკივრების წინაშე წარსდგა, "ბარსელონას" ფორმა მოირგო და თავი ბრწყინვალედ წარმოადგინა. ადამა ტრაორე, რომელიც "ბარსელონას" იჯარის წესით "ვულვზიდან" შეუერთდა, "ბარსელონამ" შეიძლება გამოისყიდოს, მისი გამოსასყიდი თანხა კი £26 მილიონია. ადამამ "ბარსელონას" პრეზენტაციაზე, გულშემატკივრებს ბრწყინვალე შთაბეჭდილება დაუტოვა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ახალი შენაძენები "ნოუ კამპზე" საკუთარი შესაძლებლობებით გულშემატკივრებს თავს ხშირად ვერ აწონებენ. მაგალითისთვის გავიხსენოთ უსმან დემბელეს წარდგენის პრეზენტაცია, რომელმაც ბურთი ვერ აკენწლა: დემბელე არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც კლუბში წარდგენის დღეს ბურთი ვერ აკენწლა. დემბელესთან ერთად, ასეთი ფეხბურთელები არიან: მარტინ ბრაითვეითი, სერჟინიო დესტი და მარკო ასენსიო.

სხვა სტატიები