Belive

ადამიანი, რომელმაც ორი ფეხის ამპუტაციის შემდეგ, ოლიმპიური მედლები მოიგო

3 წლის წინ სხვა
3 წთ
2020 წლის თებერვალში, ბერლინში გამართულ ლაურეუსის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ასევე „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ, წლის საკეთესო პარასპორტსმენად ოქსანა მასტერსი დასახელდა. ბარის თხილამურობა, ბიატლონი და ნიჩბოსნობა – სპორტის ამ სახეობებში ოქსანას არაერთი მედალი აქვს მოპოვებული. განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2018 წელს, ფიონჩანგში პარაოლიმპიადაზე მოპოვებული 2 ოქროს მედალი. ოქსანა მასტერსი არაერთი დეფექტით დაიბადა. ჰქონდა სხვადასხვა სიგრძის ფეხები, ხელის თითები ჰქონდა გადაბმული (აკლდა ცერა თითი) და ორივე ტერფზე, 6 თითი ჰქონდა. მშობლებმა დაბადებისთანავე მიატოვეს. 7 წლის იყო, როდესაც ამერიკელმა პროფესორმა იშვილა. აშშ-ში გადასვლის შემდეგ, ოქსანას ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხელის თითებზე კი პლატიკური ოპერაციის შედეგად, თითების განცალკევება შესაძლებელი გახდა. ოქსანა მასტერსმა წარმატების მისაღწევად საკმაოდ დიდ ტკივილს გაუძლო, საკუთარ თავში მოძებნა ძალა, დაპირისპირებოდა ტრაგედიასა და ტრავმას. ახლა კი, ოქსანა თავს ვალდებულად თვლის, გამოცდილება სხვა ქალებსა და ბავშვებსაც გაუზიაროს.

“დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამის გაკეთება მინდოდა. არ ვიცი მინდა თუ არა გაგიმხილოთ ყველაფერი, რაც მე გადამხდა – ან საერთოდ, როგორ გადმოვცე ეს ყველაფერი." "გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ვმუშაობ ამ ტრაგედიის დასაძლევად. ალბათ ყველაზე მეტად მინდა, რომ ადამიანებმა გაიგონ ეს ყველაფერი. ჩემს ისტორიას არ გააჩნია დასაწყისი, ამჟამინდელი სიტუაცია და დასასრული… ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული. ჯერ მხოლოდ ნაწილებია – ნაწილები რომელთაც საგულდაგულოდ ვაგროვებ და შემდეგ ერთმანეთს ვუკავშირებ. ეს არის ნაწილები ტრავმის შესახებ და ნაწილები, რომლებიც განცდებისგან მათავისუფლებს. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ნაწილებია." "თავში უამრავი აზრი მიტრიალებს, თუ რატომ არ უნდა ვსაუბრობდე ამ ყველაფერზე. დედამ რთული გზა განვლო და საკმაოდ ბევრი რამ გადაიტანა. ჩემი მეგობარი ბიჭი ამ დეტალების მოსასმენად ჯერ მზად არ არის. რას იტყვიან სპონსორები? საბოლოოდ, იმ ერთადერთ მიზეზს დავუბრუნდი თუ რატომ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი: სხვა ქალები." "განუწყვეტლივ ვფიქრობდი სხვა ქალებსა და ბავშვებზე და იმაზე თუ რა რთული გზის გავლა მოუწიათ მათ და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ისტორიის მოსმენა მათთვის. ვაგრძელებდი იმაზე ფიქრს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის ჩემი დანახვა, როგორც არა მხოლოდ გაუტეხავის, არამედ ცოცხალისა და უვნებელის. მინდა მხედავდნენ არა როგორც მოწყალების ობიექტს, არამედ როგორც სიძლიერის განსახიერებას. მინდა აღმიქვან ქალად, რომელმაც დაამარცხა უმძიმესი ტრავმის ეფექტები და რომელიც იმსახურებს იცნობდნენ არა მხოლოდ ცხოვრებისეული და ტრავმული გამოცდილებით, არამედ მისი ქმედებებით." "მე ოქსანა მასტერსი ვარ – მე ვიპოვე დედა და მივიღე მისი სიყვარული. მე აღმოვაჩინე ჩემი დანიშნულება და მივაღწიე წარმატებას." "მე ოქსანა მასტერსი ვარ და ჯერ კიდევ ვმუშაობ ამ ყველაფერზე." "მე ვარ ოქსანა და მე გადავრჩი.”