Belive

"ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა" - ახალი მსოფლიო რეკორდი 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კენიელი სპორტსმენი ელიუდ კიპჩუგე ისტორიაში შევიდა. 34 წლის აფრიკელმა ათლეტმა ვენაში გამართული 42 კმ-იანი მარათონი ორ საათზე ნაკლებ დროში მოიგო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მსოფლიო რეკორდის მფლობელმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ავსტრიის დედაქალაქის ცენტრალური პარკის გარშემო 1 საათის 59 წუთისა და 40 წამის განმავლობაში ირბინა. "ბედნიერი ვარ, რადგან მე ის ადამიანი გავხდი, რომელმაც მარათონი 2 საათზე ნაკლებ დროში მოიგო. ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, იმედი მაქვს ხვალ ვინმე ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს",-თქვა კიპჩუგემ.    

სხვა სტატიები