Belive

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დღე II - ქართველების წარუმატებელი სვლა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს, 5 ნოემბერს, ძიუდოში, სტარტი  ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც 3 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა: გიორგი ციხელიძე (-73 კგ); ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ). ქართველებიდან დღევანდელ დღეს გაუთესავი მხოლოდ გიორგი ციხელაძე იყო, შესაბამისად მან ასპარეზობა პირველი რაუნდიდან დაიწყო და სამწუხაროდ პირველივე რაუნდში დაასრულა. გიორგის მეტოქე ჩეხი - დანიელ პოჩოკი იყო, რომელთანაც ქართველი ფალავანი ვერაფერს გახდა. რაც შეეხებათ ვლადიმერ ახალკაცსა და გიორგი შერაზადიშვილს, ორივე მათგანი განთესილი იყო. ახალკაცი ასევე განუთესავ აზერბაიჯანელ - ელიან ჰაიევთან დამარცხდა და პირველსავე რაუნდში სენსაციურად დაასრულა გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. გიორგი შერაზადიშვილი კი საკმაოდ გამოცდილ უნგრელთან - ბენედეკ ტოტჰთან დამარცხდა. ევროპის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. ხვალ საქმეში კი მძიმე წონა ჩაერთვება - მიხეილ ბექაური (-90 კგ); ილია სულამანიძე (-100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).  

სხვა სტატიები