Belive

აკი ბაშო – დღე 7: ტოჩინოშინისა და გაგას მდგომარეობა და ლიდერთა სია

4 წლის წინ სხვა
3 წთ
8 სექტემბერს, ტოკიოში სტარტი აიღო 2019 წლის რიგით მე-5 სუპერტურნირმა – “აკი ბაშომ”. აღნიშნული ტურნირი ქართველი სუმოისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლევან გორგაძე ანუ ოძეკი ტოჩინოშინი კადობანშია ჩაყენებული და უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში წოდებას დაკარგავს, თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ კი ჯურიოს ქვედა ნაწილშია და აუცილებლად ნორმალური ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რაღა ჯურიოს დივიზიონიდან გავარდნის საშიშროება არ დაემუქროს. ტოჩინოშინისათვის ბაშო ცუდად დაიწყო, მან პირველი ორი დღის ორთაბრძოლები დათმო, მესამე დღეს მოახერხა საკუთარ თავში ძალების გამონახვა და შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მე-4 დღეს ის აბის წინააღმდეგ დამარცხებულად მიიჩნიეს, რეალურად მან შეხვედრა წარმატებით დაასრულა, თუმცა თმაზე მოქაჩვის გამო “მონოის” (მონოი – მსაჯთა კონსილიუმი) გადაწყვეტილებით ის წაგებულად სცნეს. მე-5 დღეს ტოჩის მეტოქე ტომოკაძე გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. მე-6 დღეს ტოჩის მეტოქე ტამავაში გახლდათ, რომელმაც ლევანის ბარიერი წარმატებით დაძლია. რაც შეეხება მე-7 საბრძოლო დღეს, ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა დაიეიშო გახლდათ, რომელთანაც ჩვენებურმა სასურველი სუმოს ჩვენება ვერ მოახერხა და დამარცხდა. ამჟამად ქართველი ოძეკის ბალანსი 2 მოგება და 5 მარცხია, კიდევ 3 მარცხის შემთხვევაში ტოჩინოშინი ოძეკის წოდებას დაკარგავს. თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში ამ ეტაპისათვის მინიმალური უარყოფითი ბალანსით ასპარეზობს, ის ჯურიოს მე-10 ნომერია და ელიტარულ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ან დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს ან მინიმალური უარყოფითი, მაგალითად 7:8. ამჟამად თეიმურაზ ჯუღელის ბალანსი 3 მოგება და 4 მარცხია. მე-7 საბრძოლო დღეს ქართველთა მეტოქეები ცნობილია – ტოჩინოშინი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდება, რომელსაც მის მსგავსად 2 მოგება და 5 მარცხი აქვს, რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს 6:8-ზეა შოდაის სასარგებლოდ. გაგამარუს მეტოქე კი ჯურიოს მე-14 ნომერი დასავლეთიდან კაიშო იქნება, რომელსაც ასევე გაგას მსგავსი ბალანსი აქვს - 3 მოგება და 4 მარცხი. მაკუუჩი დივიზიონის პირველ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო დამარცხდა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თუმცა მეორე დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მარცხენა ხელის ნეკა თითის ტრავმის გამო ის ტურნირიდან მოეხსნა. მე-7 დღის ბოლოს მაკუუჩი დივიზონს ერთი ლიდერი ჰყავს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი, რომელიც ამ ეტაპისათვის დაუმარცხებელია. ოკინოუმის მეტოქე აკი ბაშოს მე-8 საბრძოლო დღეს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ონოშო იქნება.   მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა სია: 7 მოგება მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი  6 მოგება სეკივაკე მიტაკეუმი მე-10 მაეგაშირა მეისეი მე-15 მაეგაშირა იშიურა 5 მოგება ოძეკი გოეიდო სეკივაკე ტაკაკეიშო  კომოსუბი აბი კომოსუბი ენდო მე-2 მაეგაშირა ასანოიამა მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ მე-11 მაეგაშირა ენჰო მე-14 მაეგაშირა ცურუგიშო   სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა ტრადიციულად, Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ, ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან.

სხვა სტატიები