Belive

აკი ბაშო: გაგამარუ – დღე 8 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი, აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი თეიმურაზ (გაგა) ჯუღელი, იგივე გაგამარუ. ყოფილი კომოსუბი და ძალზეც წარმატებული სპორტსმენი, რომელიც სუმოს უმაღლესი ანუ მაკუუჩი დივიზიონის უცვლელი წევრი გახლდათ,  ამჟამად, გასულ ბაშოებზე გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე, ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომრად არის წარმოდგენილი. შესაბამისად გაგას ამ ბაშოზე აუცილებლად ესაჭიროება კაჩი-კოშის (კაჩი-კოში - დადებით ბალანსი) დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითების საფრთხის წინაშე დადგება. საწყის დღეებში გაგამ არც თუ ისე სახარბიელო სტარტი აიღო, რასაც ვერ ვიტყვით უკანასკნელ 3 დღეზე - ქართველმა ფალავანმა  ბოლო 3 დღის ორთაბრძოლების მოგება მიჯრით შეძლო. დღეს, 16 სექტემბერს, აკი ბაშოს ნაკაბიზე (ნაკაბი - ბაშოს შუაწელი ანუ მე-8 დღე) გაგას მეტოქე  ჯურის მე-7 ნომერი ჩიონოო გახლდათ, რომელსაც ქართველმა სუმოისტმა არანაირი შანსი არ მისცა გამარჯვებისათვის და მარტივად, ოშიდაშის კიმარიტეს საშუალებით გააძევა დოჰიოდან. ხვალ, 17 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-9 დღეზე თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე ჯურიოს მე-10 საფეხურზე მყოფი იაპონელი სუმოისტი ტობიზარუ იქნება, რომელსაც გაგამარუსავით თანაბარი 4:4-ზე ბალანსი აქვს აკი ბაშოზე. შეხვედრის ფავორიტად სპეციალისტები გაგამარუს მიიჩნევენ. Live.ge-ს სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ გოლიათს, რომელიც როგორც იაპონიაში, ასევე საქართველოში ძალიან უყვართ. ტრადიციულად მის შეხვედრას ხვალაც აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩვენს ყოველდღიურ პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge.

სხვა სტატიები