Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 10 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ პირველი მაეგაშირა კაისეი დადგა. ბრაზილიელი გოლიათის აქტივში 4 მოგება და 5 წაგება გახლდათ, ხოლო ლევანს 5 მოგება და 4 წაგება ჰქონდა აქტივში. აღსანიშნავია ქართველის მუხლის ტრავმა, ასევე აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს ლევანს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს, სწორედ ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ქართველი ფალავანი მოიაზრებოდა. ტოჩინოშინმა დღევანდელ შეხვედრაში 207 კილოგრამიან მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა, ძალისმიერ ორთაბრძოლაში ბრაზილიელი გოლიათის მცდელობები, რომ ტოჩი ტავარას მიღმა აღმოეჩინა ფიასკოთი მთავრდებოდა - იგი ძვრასაც ვერ უკეთებდა ქართველ ფალავანს. ლევანმა კი პირველივე მცდელობაზე გაიყვანა დოჰიოდან მეტოქე და აქტივში მე-6 გამარჯვება მიითვალა. ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი (კადობანი - სიტუაციაროდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებასზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგიდაემშვიდობება საკუთარ წოდებას). ხვალ, 19 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-11 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ იქნება. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე აკი ბაშოს ბანძუკეში (ბანძუკე - სუმოს რეიტინგი)პირველ ადგილზე იმყოფება, მისი წოდება ამ ბაშოზე გახლავთ აღმოსავლეთის პირველი იოკოძუნა. იაპონელი კომენტატორების აზრით, ტოჩინოშინისა და კაკურიუს დაპირისპირება დღის ცენტრალური შეხვედრა იქნება. ქართველი ოძეკისა და მონღოლიი იოკოძუნას დაპირისპირებას დაახლოებით 12:30 საათიდან ველოდებით. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge-ზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები