Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი - დღე 11 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ აკი ბაშოს რეიტინგის პირველი ნომერი კაკურიუ დადგა. მონღოლი იოკოძუნას აქტივში 10-დან 10 (!!!) მოგება გახლდათ, ხოლო ლევანის ბალანსი 6 მოგებასა და 4 წაგებას მოიცავდა. აღსანიშნავია ქართველის მუხლის ტრავმა, ასევე აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს ლევანს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს, სწორედ ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად მონღოლი კაკურიუ მოიაზრებოდა. ტოჩინოშინმა დღევანდელ შეხვედრაში უმაღლესი წოდების მქონე მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა, ბრძოლა თავიდანვე ძალისმიერი გამოდგა, კაკურიუმ საყვარელ მდგომარეობაში მოროზაშიში შესვლა მოახერხა, როგორც წესი მონღოლი ასეთ დროს მეტოქეს შანსს არ უტოვებს, თუმცა ლევანმა იგი ჰაერში აიტაცა და დოჰიოს მიღმა "გადადგა". ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი (კადობანი – სიტუაციაროდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებასზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგიდაემშვიდობება საკუთარ წოდებას). ხვალ, 20 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-12 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე მონღოლი იოკოძუნა, ყველა დროის საუკეთესო სუმოისტი ჰაკუჰო იქნება. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე 40 გზის ჩემპიონია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. იაპონელი კომენტატორების აზრით, ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს დაპირისპირება დღის ცენტრალური შეხვედრა იქნება. ქართველი ოძეკისა და მონღოლიი იოკოძუნას დაპირისპირებას დაახლოებით 12:30 საათიდან ველოდებით. მოგეხსენებათ, დღევანდელი გამარჯვებით ლევან გორგაძე კიდევ უფრო მიახლოვდა საოცნებო დადებით ბალანსს, მას მხოლოდ 1 მოგება რჩება წოდების შენარჩუნებამდე. რაც შეეხება, კაკურიუს მონღოლს პირველი მარცხი ჩაეწერა აქტივში და აკი ბაშოს ლიდერთა სიაში უპირობო ფავორიტად, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, დაუმარცხებელი იოკოძუნა ჰაკუჰოა წარმოდგენილი. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge-ზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები