Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 13 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ მე-3 მაეგაშირა, ჩვენი ყველაზე უხერხული მეტოქე, შოდაი გახლდათ. აღსანიშნავია ქართველის მუხლის ტრავმა, ასევე აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს ლევანს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს, სწორედ ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ტოჩინოშინი მოიაზრებოდა. დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინის აქტივში 7 მოგება და 5 მარცხი გახლდათ, ხოლო შოდაის ბალანსი კი ლევანის რევერსული 5 მოგება და 7 წაგება. ტოჩინოშინმა დღევანდელ შეხვედრაში, მე-3 მაეგაშირასთან, ვერ მოიპოვა ხელსაყრელი პოზიცია და მალევე სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა, მაგრამ ასეთი ტრავმირებული ლევანისგან ამგვარი ასპარეზობა მხოლოდ ქებას იმსახურებს, შეგახსენებთ მან აკი ბაშოს მე-11 დღეს წაუგებელი, რეიტინგის პირველი ნომერი კაკურიუ დაამარცხა.  ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი (კადობანი – სიტუაციაროდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებასზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგიდაემშვიდობება საკუთარ წოდებას). ხვალ, 22 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-14 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე მე-4 მაეგაშირა, იაპონელებისათვის უსაყვარლესი სუმოისტი, აბი იქნება. იაპონელი კომენტატორების აზრით, ტოჩინოშინისა და აბის შორის დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტად ქართველო ოძეკი მოიაზრება. ლევან გორგაძეს მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებს დადებით ბალანსამდე, ვიმედოვნოთ, რომ ხვალ იგი შეძლებს კადობნიდან თავის დაღწევას - წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბება, ვინაიდან ბოლო დღეს ჩვენი მეტოქე სავარაუდოდ ოძეკი ტაკაიასუ იქნება, რომელთანაც ძალიან რთული ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს, ასე რომ როგორმე ხვალ ოძეკის ტიტული უნდა გავინაღდოთ. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge-ზე შეგიძლიათ.  

სხვა სტატიები