Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 12 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ აკი ბაშოს ლიდერი, ყველა დროის საუკეთესო სუმოისტი, იოკოძუნა ჰაკუჰო დადგა. მონღოლი იოკოძუნას აქტივში 11-დან 11 (!!!) მოგება გახლდათ, ხოლო ლევანის ბალანსი 7 მოგებასა და 4 წაგებას მოიცავდა. აღსანიშნავია ქართველის მუხლის ტრავმა, ასევე აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს ლევანს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს, სწორედ ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად მონღოლი ჰაკუჰო მოიაზრებოდა. ტოჩინოშინმა დღევანდელ შეხვედრაში უმაღლესი წოდების მქონე მეტოქესთან ვერ მოიპოვა ხელსაყრელი პოზიცია და მალევე სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა, მაგრამ ასეთი ტრავმირებული ლევანისგან ამგვარი ასპარეზობა მხოლოდ ქებას იმსახურებს, შეგახსენებთ მან გუშინ წაუგებელი, რეიტინგის პირველი ნომერი კაკურიუ დაამარცხა.  ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი (კადობანი - სიტუაციაროდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებასზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგიდაემშვიდობება საკუთარ წოდებას). ხვალ, 21 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-13 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოდაი იქნება. შოდაი, რომელთანაც ლევანს კარიერის განმავლობაში ყველაზე დასანანი მარცხი აქვს განცდილი, მაისის ბაშოზე მე-13 დღეს ლევანმა პირველი მარცხი განიცადა მასთან და ფაქტობრივად მოპოვებული იუშო დაკარგა. იაპონელი კომენტატორების აზრით, ტოჩინოშინისა და შოდაის შორის დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტად ქართველო ოძეკი მოიაზრება. ლევან გორგაძეს მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებს დადებით ბალანსამდე, ვიმედოვნოთ, რომ ხვალ იგი შეძლებს კადობნიდან თავის დაღწევას. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge-ზე შეგიძლიათ.  

სხვა სტატიები