Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 14 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ მე-4 მაეგაშირა, იაპონელების ძალიან საყვარელი სპორტსმენი - აბი გახლდათ. აღსანიშნავია ქართველის მუხლის ტრავმა, ასევე აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს ლევანს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს, სწორედ ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ტოჩინოშინი მოიაზრებოდა. დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინის აქტივში 7 მოგება და 6 მარცხი გახლდათ, ხოლო აბის ბალანსი კი ლევანის რევერსული 6 მოგება და 7 წაგება. ქართველმა სუმოისტმა, აკი ბაშოზე გამართულ მე-14 ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსი დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს რომ ქართველი მებრძოლი ოძეკის (ჩემპიონის!!!) ტიტულს შეინარჩუნებს. ტოჩინოშინმა აბის წინააღმდეგ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი შემდეგია – 8 მოგება და 6 მარცხი. შეგახსენებთ, რომ ხვალ აკი ბაშოს ბოლო დღეა, სადაც ჩვენი სუმოისტი ოძეკ ტაკაიასუს დაუპირისპირდება. ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება გახლდათ, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანში გახლდათ ჩაყენებული, საიდან ამოსვლაც დღევანდელი გამარჯვებით მოახერხა! (კადობანი – სიტუაციაროდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებასზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგიდაემშვიდობება საკუთარ წოდებას). ხვალ, 23 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-15 ანუ ბოლო დღე დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება. შეგახსენებთ ტაკაიასუ შესანიშნავ ფორმაშია, იგი 11 მოგებით იჩენს თავს მე-14 დღის ბოლოს. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge-ზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები