Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 15 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დასრულდა შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც სასურველი შედეგი დააფიქსირა ქართველმა ფალავანმა ლევან გორგაძემ - იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ ოძეკი ტაკაიასუ დადგა, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო ბაშოს ატარებდა, 11 მოგება და 3 წაგება - სწორედ ასეთი იყო მისი მოგება-წაგებათა ბალანსი ლევანთან შეხვედრამდე, თუმცა ქართველმა გოლიათმა შესანიშნავად მოახერხა მისი დამარცხება და საბოლოო ბალანსი 9 მოგება და 6 მარცხი გაიფორმა. აღსანიშნავია ქართველის მუხლის ტრავმა, ასევე აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს ლევანს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს - იყო საფრთხე, რომ ლევან გორგაძეს დაეკარგა ტიტული თუმცა მან გმირულად დაიცვა ოძეკის წოდება. ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება გახლდათ, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანში გახლდათ ჩაყენებული, საიდან ამოსვლაც გუშინდელი გამარჯვებით, აბის წინააღმდეგ მოახერხა! (კადობანი – სიტუაციაროდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებასზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგიდაემშვიდობება საკუთარ წოდებას). შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge-ზე შეგეძლოთ. მომდევნო ბაშო 11 ნოემბერს დაიწყება. ვიმედოვნოთ, რომ ლევან გორგაძე ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი  

სხვა სტატიები