Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 8 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
2 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ ოძეკი გოეიდო დადგა. იაპონელ ოძეკის პირველი დღის შემდეგ მიჯრით 6 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ლევანს კი მასზე ერთით მეტი წაგება აქვს აქტივში 5 მოგება გახლდათ. აღსანიშნავია ქართველის მუხლის ტრავმა, ასევე აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს ლევანს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს, სწორედ ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ქართველი ფალავანი მოიაზრებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ ქართულ-იაპონური ოძეკების დაპირისპირების გამარჯვებული გოეიდო გამოდგა, რომელმაც ისარგებლა ლევანის მდგომარეობით, აირჩია ძალიან სწორი და კარგი ტაქტიკა მის წინააღმდეგ და სულ რამდენიმე წამი დასჭირდა დოჰიოდან ლევანის გასაყვანად. ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი (კადობანი – სიტუაციაროდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებასზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგიდაემშვიდობება საკუთარ წოდებას). ხვალ, 17 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-9 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი იოკოძუნა კისენოსატო იქნება. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე წლების განმავლობაში ოძეკის სტატუსით მოასპარეზე, საკმაოდ გამოცდილი სუმოისტია, რომელსაც სუმოს მამებმა იოკოძუნას სტატუსი მიანიჭეს და 17 წლის შემდეგ იაპონელ ერს მიანიჭეს ის სიამოვნება რასაც თანამემამულე იოკოძუნა ეწოდება. იაპონელი კომენტატორების აზრით, ტოჩინოშინისა და კისენოსატოს დაპირისპირება იქნება დღის ცენტრალური შეხვედრა. ქართველი ოძეკისა და იაპონელი იოკოძუნას დაპირისპირებას დაახლოებით 12:30 საათიდან ველოდებით, სწორედ მათი ორთაბრძოლით აკი ბაშოს მე-9 დღე დასრულდება. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge.

სხვა სტატიები