Belive

აკი ბაშო - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კვირას სტარტს აიღებს წლის რიგით მეხუთე, აკი ბაშო. სუპერტურნირს ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზი უმასპინძლებს. დღეს ცნობილი გახდა იმ ორი მეტოქის ვინაობა ვისაც ჩვენი ოძეკი ტოჩინოშინი პირველ ორ დღეს დაუპირისპირდება. კვირას ლევანის მეტოქე მეორე მაეგაშირა 227 კილოგრამიანი იჩინოჯო იქნება, აქამდე გამართულ 21 შეხვედრაში 16-ჯერ გამარჯვება სწორედ ტოჩინოშინს დარჩა. მეორე დღეს ტოჩინოშინი ასევე მეორე მაეგაშირა ასანოიამას დაუპირისპირდება. მაისის ბაშოზე ყველას გვახსოვს საყოველთაოდ ცნობილი შეხვედრა ასანოიამას წინააღმდეგ სადაც იმპერატორის თასისთვის მებრძოლ ტოჩის აშკარა გამარჯვება არ მიანიჭეს. სექტემბრის ბაშო 8-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ტრადიციულად Live.ge დილის 11:00 საათიდან მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები