Belive

ალექსის სანჩესი: "მანჩესტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი, ალექსის სანჩესი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ჩილელ ფეხბურთელს თავის ახლანდელ კლუბთან, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. ალექსისმა ყოფილ კლუბთან, "ბარსელონასთან" ერთად ამის გაკეთება ვერ შეძლო. მისი "არსენალში" გადასვლის წელს, კატალონიელებმა ლიგა მოიგეს.
"ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მე ახლოს ვიყავი ამასთან ბარსელონაში, თუმცა ვერ შევძელი. ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგას ერთხელ მაინც მოვიგებ და რატომ არ შეიძლება, რომ ეს სწორედ აქ მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია პსჟ-ს დამარცხება. მანჩესტერ იუნაიტედი დიდი ისტორიის მქონე გუნდია. თუ ჩვენ საკუთარ მოედანზე მეტოქეს დავამარცხებთ, საპასუხო შეხვედრისთვის ფავორიტები ვიქნებით" - განაცხადა სანჩესმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი იწყება და პირველ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "პსჟ"-ს უმასპინძლებს. მატჩი ღამის 12 საათზე დაიწყება. ასევე იხილეთ: https://www.belive.ge/other/qhvela-drois-qhvelaze-tsudi-barteri/

სხვა სტატიები