ალის ძმა: “ფიური ახლოსაც არაა იმ წარმატებასთან, რომელსაც მუჰამედ ალიმ მიაღწია”

589
ნახვა

ბენ დევიდსონმა აღნიშნა, რომ მუჰამედ ალის ყველაზე მეტად ტაისონ ფიური ჰგავს. ტაისონ ფიურის მწვრთნელის მტკიცებით, ფიურისა და ალის ძალიან ბევრი საერთო აქვთ და ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

ტაისონ ფიურის მუჰამედ ალისთან შედარება უყურადღებოდ არ დარჩენია ლეგენდარული მოკრივის ძმას, რომელიც ბენ დევიდსონის განცხადებას გამოეხმაურა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, კარგი იქნება თუ შეწყვეტენ დღევანდელი მოკრივეების მუჰამედ ალისთან შედარებას. არასდროს არსად არ იქნება მორიგი მუჰამედ ალი – ის იყო და ყოველთვის იქნება ყველა დროის საუკეთესო.”

“შესაძლოა ტაისონ ფიურის მწვრთნელს სჯერა, რომ იგი ძალიან ჰგავს ჩემს ძმას – თუმცა რეალობა შემდეგია: მას არ მიუღწევია იმ წარმატებისთვის, რომელსაც მუჰამედ ალიმ მიაღწია. ის ახლოსაც არაა იმ წარმატებასთან, რომელსაც ჩემმა ძმამ მიაღწია, როგორც რინგზე – ასევე მის მიღმა.”

“ნამდვილად არ ვაყენებ ტაისონ ფიურის შეურაცხყოფას, უბრალოდ მე ასე მიმაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში ტაისონ ფიურის წარმატებას ვუსურვებ”, – აღნიშნა მუჰამედ ალის ძმამ.

 

 

(589)

ალის ძმა: “ფიური ახლოსაც არაა იმ წარმატებასთან, რომელსაც მუჰამედ ალიმ მიაღწია”

სტატიის ავტორი
-