Belive

ალკოჰოლი, დეპრესია და სატელეფონო ზარი, რომელმაც დიდებული მომავალი დაასამარა

3 წლის წინ სხვა
6 წთ

მას გუნდში ზლატან იბარჰიმოვიჩისა და ბრაზილიელი რონალდოს ნაზავს უწოდებდნენ, ყველაფერი საუკეთესოდ მიდიოდა, თუმცა წარმატების მწვერვალზე ყოფნის დროს, ერთმა ზარმა მთელი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ბრაზილიიდან დაურეკეს: "ადრი, მამა გარდაიცვალა", - იხსენებს "ინტერის" ლეგენდა, ხავიერ ძანეტი. "წარმოუდგენელი კივილი გავიგონე, ასეთი ხმა არარასდროს მსმენია", - ამბობს არგენტინელი 2004 წლის ზაფხულის შეკრების ისტორიაზე საუბრისას. სულ რამდენიმე კვირით ადრე, ის ბრაზილიის ეროვნულ გმირაად იქცა. კოპა ამერიკის ფინალში, აგრენტინასთან, ტრავმირებულმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რაც მის ქვეყანას კონტინენტის საუკეთესო ნაკრების წოდების მოპოვებაში დაეხმარა. ეს გოლი ბავშვობის ოცნების ახდენას წააგავდა. მომენტი, რომელზეც, პატარა ასაკში თვალებს ხუჭავდა და ფიქრობდა, თანაც საყვარელ სტილში: მარცხენა ფეხით შემობრუნება, ბურთის გასწორება და ყუმბარისებური დარტყმა...

Adriano and Kaka
ის რიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანში იზრდებოდა - ვილა კრუზეიროს ფაველა, თუმცა ნიჭმა და ახალი ცხოვრებისკენ სწრაფვამ ადრიანოს იტალიური ოცნებისკენ გზა გაუხსნა. მალევე გაიჩინა თაყვანისმცემლები პარმაში, ფიორენტინასა და მილანში, ამ უკანასკნელში ის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. სიძლიერე, ტემპი და ტექნიკა - ის, რასაც აღტაცებაში მოჰყავდა იტალიელი ქომაგები, ტიფოზები, რომლებმაც მას "იმპერატორი" შეარქვეს. ადრიანო 22 წლის იყო, როცა გულის ინფარქტმა მამის სიცოცხლე შეიწირა. წლების განმავლობაში, თავის ქალაში მოხვედრილმა ტყვიამ ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა... ტრაგედიის შემდეგ, უცხო თვალისთვის მისი შინაგანი მდგომარეობა რთული ამოსაცნობი იყო. გარეგნულად, ის პიკში ყოფნას აგრძელებდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ დიდებული კარიერა ნელ-ნელა რელსებიდან გადადიოდა, ერთგულ მეგობარს არ გამოჰპარვია: "მან განაგრძო ფეხბურთის თამაში, გაიტანა გოლები და ზეცისკენ აღმართული ხელით მიუძღვნა მამას, მაგრამ იმ სატელეფონო ზარის შემდეგ, არაფერი იყო ისეთი, როგორც უწინ. ივან კორდობამ მასთან ერთად ერთი ღამე გაატარა და უთხრა: "ადრი, შენ რონალდუს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაზავი ხარ. იცი, რომ შეიძლება ოდესმე საუკეთესო ფეხბურთელი გახდე?" - ყვება ძანეტი. ​ის თავს ვერაფრით იმშვიდებდა. "მამაჩემის სიკვდილმა დიდი სიცარიელე დამიტოვა. მე მარტოსული, სევდიანი და დეპრესიული ვიყავი იტალიაში და სწორედ მაშინ დავიწყე სმა" - აღიარა მან ბრაზილიურ ჟურნალ R7-თან საუბრისას - "ლუდის, ღვინის, ვისკისა და არყის ბოთლების დამალვა უკვე შეუძლებელი იყო. კლუბმა საავადმყოფოში წამიყვანა დასაძინებლად, პრესსამსახურმა კი განაცხადა, რომ კუნთზე პრობლემები მქონდა".  
 
View this post on Instagram
 

A post shared by Adriano imperador (@adrianoimperador)

"ინტერმა" ტრავმის მომიზეზებით სცადა თავისი ვარსკვლავის მდგომარეობის დამალვა, თუმცა ყველაფერი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე, ბრაზილიის სრული კრახის შემდეგ გამოაშკარავდა. გუნდში ოქროს ბურთის სამი მფლობელი: რონალდო, რონალდინიო და კაკა ირიცხებოდნენ და კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ეს ჯილდო უფრო და უფრო უახლოვდებოდა. სუპერვარსკვლავებით გამოჭედილმა გუნდმა ვერაფერი გააკეთა, ადრიანომ ორჯერ გაიტანა, მაგრამ მან და მისმა ჯადოსნურმა თანაგუნდელებმა ჯოხი ზუსტად ვერ მოიქნიეს და მაგიაც მეოთხედფინალში დასრულდა. მუნდიალზე განცდილმა ფიასკომ ადრიანოს იტალიური პოზიციები კიდევ უფრო შეარყია. კლუბში სასოწარკვეთილები ცდილობდნენ, რ ომ მათი ვარსკვლავი მდგომარეობიდან გამოეყვანათ და 1 წლის შემდეგ, სამშობლოში ანაზღაურებადი შვებულება მოუწყვეს. ეს დასასრულის დასაწყისი იყო... "სან პაულოში" განათხოვრების შემდეგ, იყო დაბრუნება "ინტერში", ხანმოკლე დღეები "რომაში" და დიდების წამიერი მომენტები ბრაზილიის სხვადასხვა მხარეში. კლუბები მზად იყვნენ გაერისკათ ასეთი ბრწყინვალე ნიჭის მისაღებად, მაგრამ ის ვერასდროს ასრულებდა თავისი პოტენციალის ნაწილსაც კი. ნელ-ნელა გავრცელდა რიოს ფაველებში გადაღებული მისი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანდა მომატებული წონა, კრიმინალური ავტორიტეტების გარემოცვა და მძიმე ფინანსური მდგომარეობა.
Photo: @adrianoimperador/Instagram
adriano depresy-ის სურათის შედეგი
მიუხედავად არაერთი კონფლიქტური სიტუაციისა თუ ალკოჰოლის სიყვარულისა, ადამიანები, ვინც მას ახლოს იცნობენ, ამბობენ, რომ ადრიანო მორცხვი და ჩაკეტილი პიროვნებაა, რომელსაც უყვარს საკუთარი წარსული და დაბრუნდა იქ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. 7 წელია, რაც ადრიანოს პროფესიონალური ფეხბურთი არ უთამაშია, მისი ბოლო, 48-ე მატჩი ბრაზილიის ნაკრებში, ათწლეულის წინ შედგა. ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი 27 გოლის, ოთხი სკუდეტოს და სამშობლოში მოგებული არაერთი ტიტულის მიუხედავად, მისი კარიერის პიკი 2004 წელი იყო, როცა კოპა ამერიკის თასი თვალცრემლიანმა აღმართა და გამარჯვება მამას მიუძღვნა. თურმე, წმინდა საფეხბურთო გაგებით, ადრიანო მართალი იყო. მამის გარეშე ის ვერასოდეს იპოვნიდა სტაბილურობასა და მოტივაციას, რომ სისრულეში მოეყვანა ის კარიერა, რომელიც მას მსოფლიოში საუკეთესოობას უქადდა. დღეს 17 თებერვალია, დღეს ადრიანო ლეიტე რიბეირო 39 წლის გახდა...

სხვა სტატიები